Monday, June 29, 2015

დღე მეოთხე

განვიხილეთ შეფასების ხუთი მიზანი. ვიმუშავეთ პროექტზე მუშაობის დაგეგმვაზე. განვიხილეთ მეთოდები და ინსტრუმენტები მუშაობის დაწყებამდე, განხორციელების პროცესში და დასრულების შემდეგ.ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებსა და კრიტერიუმებზე.

Saturday, June 27, 2015

დღე მესამე

დღევანდელი მეცადინეობა იყო ძალიან საინტერესო.ჩვენ განვიხილეთ მონაწილეთა შემუშავებული თითოეული ბუკლეტი,ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა დავამზადებინოთ  ისინი მოსწავლეებს. ვიმუშავეთ პროექტის გარშემო ზოგადი, თემატური და შინაარსობ-
რივი შეკითხვების დასმის მნიშვნელობაზე.

Wednesday, June 24, 2015

დღე მეორე-მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვახერხებთ სწრაფად მასალის ათვისებას, ვთვლი რომ დღევანდელი მუშაობა ნაყოფიერი იყო და იმედი მაქვს, თანდატან ყველაფერს დავიმახსოვრებთ. განსაკუთრებით მაინტერესებდა ფოტოების ატვირთვა. სასიხარულოდ, არც ისე ძნელი არ ყოფილა.

Monday, June 22, 2015

დღე-1

მართალია,  ახალგაზრდა არა ვარ, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, დროს არ ჩამოვრჩე და ვიყო თანამედროვე მასწავლებელი. ამისათვის აუცილებელია, მქონდეს კომპიუტერული ტექნიკის ფლობის ძირითადი უნარ-ჩვევები. დღევანდელი მეცადინეობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან, სწორედ იმ საკითხებზე იყო საუბარი, რაც მე მაინტერესებდა.