Saturday, July 11, 2015
დღე მეცხრე
ბოლო მეცადინეობაზე მოვისმინეთ მონაწილეთა ნამუშევრების პრეზენტაცია,მივეცით ერთმანეთს რჩევები.მოგვეცა დრო შეცდომების გასასწორებლად.გავაკეთეთ მოდული შეფასება, ვიმსჯელეთ, თუ რა მოგვცა ამ მეცადინეობებმა, რა ვიცოდით და რა შევიძინეთ, როგორ გამოვიყენებთ მიღებულ ცოდნას მუშაობის დროს. ჩემთვის ტრენიგი ძალიან საინტერესო იყო როგორც კომპიუტერული ტექნიკის უკეთ ათვისების მხრივ, ასევე კითხვის სწორად დასმის, პრობლემის გააზრების თვალსაზრისით.
Wednesday, July 8, 2015
დღე მერვე
ჩემი შესაძლებლობები თანდათან უმჯობესდება, უფრო უკეთ ვიმახსოვრებ თანმიმდევ-რობას და კომპიუტერთან მუშაობის წესებს. დღეს ვიმუშავეთ ფასილიტაციის ტექნოლო-გიებზე, რაც თანამედროვე სწავლებაში მეტად მნიშვნელოვანია.უკეთ გავარკვიეთ, თუ როგორ უნდა წარვმართოთ მუშაობა, რომ ვიყოთ მოსწავლეთათვის არა დიქტატორი, არამედ მიმართულების მიმცემი და უფროსი მეგობარი. ამგვარი სწავლება უზრუნველ-ჰყოფს თანამშრომლობას, უკუკავშირს, დამოუკიდებლობას და შემოქმედობითობას. დღევანდელი მეცადინეობა საინტერესო იყო იმითაც, რომ ვისწავლეთ ჩანართის გაკეთება.
Monday, July 6, 2015
დღე მეშვიდე
დღეს განვიხილეთ და გავაანალიზეთ მოცემული დავალებები.ვიმუშავეთ ბლუმის და გარდნერის მატრიცაზე,რაც მოიცავს სამუშაოს გადანაწილებას ინტელექტების მიხედვით. შევეცადეთ, მოგვერგო ის ჩვენი პროექტებისათვის, რაც საინტერესო, მაგრამ საკმაოდ რთული აღმოჩნდა.ვიმუშავეთ გვერდის დიზაინის შერჩევაზე,რაც მეტად სახალისოა .დღევანდელი მეცადინეობა, ჩემი აზრით, ძალიან ნაყოფიერი იყო
Saturday, July 4, 2015
დღე მეექვსე
დღეს განვიხილეთ ჩვენ მიერ შესრულებული დავალებები, გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები, გამოვყავით ოპტიმალური ვარიანტები. შეიძლება ითქვას,რომ საკმაოდ წარმატებულად შედგა უკუკავშირი. განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმთა ჩამონათვალი. მივიღეთ დავალებები შემდეგი მეცადინეობისთვის.ვიმუშავეთ კითხვის სწორად დასმის სტრატეგიებზე, რაც მეტად მნიშვნელოვანია თანამედროვე სწავლებაში.
Wednesday, July 1, 2015
დღე მეხუთე
მეხუთე დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.დასაწყისში ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურების დაგეგმვის საკითხებზე, ხოლო შემდეგ ვისწავლეთ სლაიდებზე მუშაობა, რაც ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა და რთული მეგონა. აღმოჩნდა, რომ სისტემატიური ვარჯიშით და გამეორებით საკმაოდ ადვილი გასაკეთებელია. ამის ცოდნა ძალიან დაგვეხმარება პროექტებზე მუშაობისას და ხელს შეგვიწყობს საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად და საინტერესოდ წარმართვაში.
Monday, June 29, 2015
დღე მეოთხე
განვიხილეთ შეფასების ხუთი მიზანი. ვიმუშავეთ პროექტზე მუშაობის დაგეგმვაზე. განვიხილეთ მეთოდები და ინსტრუმენტები მუშაობის დაწყებამდე, განხორციელების პროცესში და დასრულების შემდეგ.ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებსა და კრიტერიუმებზე.
Saturday, June 27, 2015
დღე მესამე
დღევანდელი მეცადინეობა იყო ძალიან საინტერესო.ჩვენ განვიხილეთ მონაწილეთა შემუშავებული თითოეული ბუკლეტი,ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა დავამზადებინოთ ისინი მოსწავლეებს. ვიმუშავეთ პროექტის გარშემო ზოგადი, თემატური და შინაარსობ-
რივი შეკითხვების დასმის მნიშვნელობაზე.
რივი შეკითხვების დასმის მნიშვნელობაზე.
Wednesday, June 24, 2015
Monday, June 22, 2015
დღე-1
მართალია, ახალგაზრდა არა ვარ, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, დროს არ ჩამოვრჩე და ვიყო თანამედროვე მასწავლებელი. ამისათვის აუცილებელია, მქონდეს კომპიუტერული ტექნიკის ფლობის ძირითადი უნარ-ჩვევები. დღევანდელი მეცადინეობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან, სწორედ იმ საკითხებზე იყო საუბარი, რაც მე მაინტერესებდა.
Subscribe to:
Posts (Atom)