Saturday, July 4, 2015

დღე მეექვსე

დღეს განვიხილეთ ჩვენ მიერ შესრულებული დავალებები, გავუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები, გამოვყავით ოპტიმალური ვარიანტები. შეიძლება ითქვას,რომ საკმაოდ წარმატებულად შედგა უკუკავშირი. განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტის გეგმის შეფასების კრიტერიუმთა ჩამონათვალი. მივიღეთ დავალებები შემდეგი მეცადინეობისთვის.ვიმუშავეთ კითხვის სწორად დასმის სტრატეგიებზე, რაც მეტად მნიშვნელოვანია თანამედროვე სწავლებაში.

No comments:

Post a Comment